2016-04-11
ბრძანება №:45/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის “ექსტენსიური/ინტენსიური ფრანგული ენის კურსი ზრდასრულთათვის: დონე A2, B1” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი  განათლების  სასერტიფიკატო კურსის “ექსტენსიური/ინტენსიური ფრანგული ენის კურსი ზრდასრულთათვის: დონე A2, B1” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის “ექსტენსიური/ინტენსიური ფრანგული ენის კურსი ზრდასრულთათვის: დონე  A2, B1”-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2016 წლის   29 მარტის #42/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის     2016 წლის 01 აპრილის 12718/02 წერილის  საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  
   
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის “ექსტენსიური/ინტენსიური ფრანგული ენის კურსი ზრდასრულთათვის: დონე A2, B1” ერთი კურსის (ექსტენსიური კურსის მოცულობა 144 საათი, 12 თვე; ინტენსიური კურსის მოცულობა 144 საათი, 6 თვე) ღირებულება თითოეული  მსმენელისათვის განისაზღვროს 750 ლარით;
2. სასერტიფიკატო კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად (ექსტენსიური კურსის ღირებულება თვეში 62,50 ლარი, ინტენსიური კურსის ღირებულება თვეში 125 ლარი), რაც განისაზღვრება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მსმენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით;
3. სასერტიფიკატო კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 10 მსმენელის არსებობის შემთხვევაში; 
4. სასერტიფიკატო კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი –               25 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 
5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი, 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                        ერმი ქემოკლიძე            

« უკან დაბრუნება