2012-02-22
ბრძანება №:20/01-01

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების (ქართულ–ფრანგული) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების პირადი საქმეების შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების (ქართულ–ფრანგული) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტების პირადი საქმეების შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე

        ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი  პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ს” და ,,ტ” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 20 თებერვლის #3707/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების (ქართულ–ფრანგული) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტების პირადი საქმეების შესწავლის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო დურგლიშვილი – უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გურამ ქუთელია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - (კომისიის მდივანი);
გ) არჩილ ელიზბარაშვილი - კომპიუტერული მეცნიერებების (ქართულ–ფრანგული) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორი - (კომისიის წევრი);
დ) ელისაბედ ბჟალავა – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი - (კომისიის წევრი);
ე) ვასილ ბარამიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე- (კომისიის წევრი);
ვ) სოფიო ცინცაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი- (კომისიის წევრი).  
2. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                                    ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება