2011-07-13
ბრძანება №:68/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 4 ივლისის “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 - 2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ” №65/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 4 ივლისის “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 - 2012  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ”  №65/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

           „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36 დადგენილებით დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-21 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შევიდეს ცვლილება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 4 ივლისის “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 - 2012  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ” №65/01-01ბრძანების პირველ პუნქტში და  2011- 2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადები ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) დოკუმენტების მიღება ფაკულტეტებზე  - 25 ივლისი - 10 აგვისტო;
ბ) კრედიტების აღიარება - 2 – 16 სექტემბერი;
გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა - 19 სექტემბერი;
დ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 23 სექტემბერი.

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი                                                                                      ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება