2010-06-18
ბრძანება №:08/03
უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფორმისა და ინდიკატორების დამტკიცების შესახებ
უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფორმისა და ინდიკატორების დამტკიცების შესახებ
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 26–მუხლის მე–5 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფორმა და ინდიკატორები (დანართი 1).
2. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის, ასოცირებული პროფესორის ანასტასია ზაქარიაძის 28.06.2010 წლის №15609/02 წერილი.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ასოცირებული პროფესორი ანასტასია ზაქარიაძე