2009-02-16
ბრძანება №:0

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება №15/01-01)

ბრძანება № 15 / 01-01
       16.02.2009 წ
 

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების (ასტროფიზიკა) 1 სრული და 1 ასოცირებული პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
  2. კონკურსი გამოცხადდეს 2009 წლის 16 თებერვალს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 16 მარტი;
  3. სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;

4.   კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

ა)  ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობის ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ;

5. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ს   კანცელარიაში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #1
6.  ბრძანება გამოქვეყნდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
7.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

   რექტორი, პროფესორი
                                       გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება