2015-02-26
ბრძანება №:38/01-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საატესტაციო კომისიის დამტკიცების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საატესტაციო კომისიის დამტკიცების თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტების, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის №08/04 ერთობლივი ბრძანებისა და ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რ. დოლიძის 24 თებერვლის №6832/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საატესტაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მანანა რუსიეშვილი (თავმჯდომარე) _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი _ დასავლეთევროპული ფილოლოგია (ინგლისური ფილოლოგია-ინგლისური ენა)
ბ) ნუნუ კაპანაძე (კომისიის მდივანი) _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი _ დასავლეთევროპული ფილოლოგია (გერმანული ფილოლოგია- გერმანული ენა)
გ)
გიორგი ყუფარაძე _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი _ დასავლეთევროპული ფილოლოგია (ინგლისური ფილოლოგია-ინგლისური ენა), ენების შემსწავლელი ცენტრის მთავარი სპეციალისტი
დ)
ირინე დემეტრაძე _ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი _ დასავლეთევროპული ფილოლოგია (ინგლისური ფილოლოგია-ინგლისური ენა)
ე)
ციური ახვლედიანი – თსუ ემერიტუსი
ვ)
ნინო ქიმერიძე _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი _ დასავლეთევროპული ფილოლოგია (გერმანული ფილოლოგია - გერმანული ენა)
ზ)
ნატალია ბასილაია _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი _ რუსული ფილოლოგია-რუსული ენა;
თ)
მარინე ალექსიძე _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი _ რუსული ფილოლოგია-რუსული ენა;
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა