2018-12-21
ბრძანება №:981/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2018 წლის პირველი ოქტომბრიდან – 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2018 წლის პირველი ოქტომბრიდან – 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 29 ნოემბრის #488 და  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, რექტორის მოადგილის 2018 წლის 12 დეკემბრის #307/01-01 ბრძანებების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  თ. დოლბაიას 18.12.2018წ. #26089/30 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვ. გობრონიძის 20.12.2018წ. #26274/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2018 წლის პირველი ოქტომბრიდან – 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი #1 – ის მიხედვით;   
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 11250 ლარი, უნივერსიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                                                                ლ. საღინაძე
  

« უკან დაბრუნება