2012-06-08
ბრძანება №:91/02-01

,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N176/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N176/02-01 ბრძანებაში ცვლილებების  შეტანის თაობაზე


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის,  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 ნოემბრის  #412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, მე-4 პუნქტის ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების  ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N175/02-01 ბრძანების და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოორგანული ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელის რ. გახოკიძის 2012 წლის 23 მაისის #12414/02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის #176/02-01 ბრძანებაში:

ა) აღნიშნული ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ “;
  ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,1. დაინიშნონ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებად ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში უნივერსიტეტის შემდეგი თანამშრომლები დანართში წარმოდგენილი სიის შესაბამისად (დანართი #1)”;

გ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,დამტკიცებულია”:
ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №176/02-01 ბრძანებით ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების სია”.

დ) ბრძანებით დამტკიცებულ #1 დანართიდან ამოღებული იქნას 3.5.9. პუნქტი.
 
2. დაევალოს    კანცელარიას     წინამდებარე  ბრძანების     შესასრულებლად  გადაცემა  დაინტერესებულ   პირთათვის,   დაგზავნის ფურცელში    მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
3. დაევალოს კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანება  განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              დავით ჩომახიძე          
« უკან დაბრუნება