2013-11-25
ბრძანება №:153/01-01
სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორის სტიპენდიის მინიჭების წესი“ დანართის შესაბამისად.2. სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია (შემდგომში - „კომისია“) დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლევან ალექსიძე - სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) დალი კანდელაკი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი);
გ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი);
დ) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი (კომისიის წევრი);
ე) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (კომისიის წევრი);
ვ) ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი (კომისიის წევრი);
ზ) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (კომისიის წევრი);
თ) ნანა მაჭარაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის წევრი);
ი) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის წევრი);
3. კომისია ანგარიშვალდებულია თსუ რექტორის წინაშე.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა « უკან დაბრუნება