2013-01-18
ბრძანება №:05/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს", "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 16 იანვრის №07/26 (№00747/02, 16.01.2013), იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 3 იანვრის №09/22-05 (№00018/02, 3.01.2013), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 28 დეკემბრის №1321/23-06 (№34327/02, 31.12.2012), მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2013 წლის 17 იანვრის №24/30 (№00835/02, 17.01.2013), ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 16 იანვრის №136/27 (№00701/02, 16.01.2013), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 25 დეკემბრის №4116/25-01 (№33630/02, 25.12.2012) წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:

1.1.    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
1.2.    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2)
1.3.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 3);
1.4.    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 4);
1.5.    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 5);

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების  უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
3.    ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი                                             ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება