2014-07-30
ბრძანება №:1134/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2013-2014 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრში სტუდენტებისათვის რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების შესახებ

   „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 473 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის” მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №45/2010 დადგენილებით დამტკიცებული "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ” მე-2 მუხლისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2014 წლის 29 ივლისის  N864/32 (კანცელარიაში რეგისტრაციის N23427/02; 29.07 2014) წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    განისაზღვროს მედიცინის ფაკულტეტზე 2013-2014 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის ვადები თსუ რექტორის 2014 წლის 28 ივლისის N1130/01-04 ბრძანების გათვალისწინებით შემდეგი სახით:

ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 28 ივლისი -04 აგვისტო;
ბ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 28 ივლისი- 04 სექტემბერი;

2.    მიეცეთ 2013-2014 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში თვითდაფინანსებით სწავლის  გაგრძელებისა და რეგისტრაციის გავლის უფლება წინამდებარე ბრძანების №1 დანართში მითითებულ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს (დანართი №1).
3.    შეტანილ იქნეს ცვლილება (ერთი დღის ვადაში) საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში;
4.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.
5.    ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
6.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება