2007-10-01
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის "ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე" ჩატარების შესახებ (ბრძანება N83/01-01)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის "ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე" ჩატარების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 23-ე და 24-ე მუხლების" საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2007 წლის 22-26 ოქტომბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციის `ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე~ ჩატარების ორგანიზების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯ. ხუბუა - პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე.
ბ) რ. ბოჭორიშვილი - ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.გ.
გ) მ. ნიორაძე - პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
დ) გალდავა - თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ე) რ. ხარბედია - საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულებელი.
ვ) თ. გერგედავა - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
ზ) ი. კალანდაძე - სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
თ) ზ. მოდებაძე - ასოცირებული პროფესორი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
ი) ნ. ოვსიანიკოვა - თსუ-ს კანცელარიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
კ) მ. სეხნიაშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.
ლ) თ. კრავეიშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
მ) ბ. ჭილაძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.
ნ) თ. ჯობავა - კომიტეტის სწავლული მდივანი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

2. დაევალოს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს რ. ბოჭორიშვილს ორ დღეში წარმოადგინოს კონფერენციის პროგრამა და ხარჯთაღრიცხვა საფინანსო დეპარტამენტში.
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიბების ფინანსური უზრუნველყოფა. კონფერენციის სარეგისტრაციო შენატანებისა და მომსახურებისათვის, დროებითი ქვეანგარიშის გახსნა და არსებული თანხების განკარგვის მონიტორინგი, ამასთან ანგარიშიდან თანხის ხარჯვა განახორციელოს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.
4. დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (ზ. მოდებაძე) კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
5. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (თ. კრავეიშვილი) კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
6. დაევალოს თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს (მ. სეხნიაშვილი), უზრუნველყოს კონფერენციის სათანადო გაშუქება.
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო დეპარტამენტს (ი. კალანდაძე).
8. ბრძანება გამოიკრას თვალსაჩინო ადგილზე და განთავსდეს უნივერსიტეტის ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება