ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 22 მარტის #52 ბრძანებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2006 წლის 24 მარტის #2/148 და 30 მარტის #59 ბრძანებების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე (ბრძანება N60/01–01)
ბრძანება № 60/01-01
29.06.2007
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 22 მარტის #52 ბრძანებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2006 წლის 24 მარტის #2/148 და 30 მარტის #59 ბრძანებების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად იქნას ცნობილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 22 მარტის ბრძანება #52 "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის შექმნის შესახებ;"
2. ძალადაკარგულად იქნას ცნობილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2006 წლის 30 მარტის ბრძანება #59 "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების მულტიპროფილური ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობისა და შემდგომი განვითარების შესახებ" და 2006 წლის
24 მარტის ბრძანება 2/148;
3. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა