2013-05-13
ბრძანება №:01/03
სტუდენტის მომსახურების შეფასების კითხვარის დამტკიცების შესახებ
სტუდენტის მომსახურების შეფასების კითხვარის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმომადგენლობითი საბჭოს 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სტუდენტის მომსახურების შეფასების კითხვარი“ (დანართი N1).
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსი თამარ ვეფხვაძე
« უკან დაბრუნება