2019-12-24
ბრძანება №:22/04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ERASMUS+ (Key Action 2; Key Action 3; Jean Monnet) ფარგლებში საერთაშორისო საგრანტო განაცხადის წარდგენის წესისა და საერთაშორისო საგრანტო პროექტში მონაწილეობის განაცხადის ფორმის დამტკიცების თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ERASMUS+ (Key Action 2; Key Action 3; Jean Monnet) ფარგლებში საერთაშორისო საგრანტო განაცხადის წარდგენის წესისა და საერთაშორისო საგრანტო პროექტში მონაწილეობის განაცხადის ფორმის დამტკიცების თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე   და 23-ე მუხლების   პირველი   პუნქტების,     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“  და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,    მე–15 მუხლის პირველი პუნქტისა ,,ა’’, ,,ნ’’   და ,,პ”   ქვეპუნქტების და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“  და ,,პ“  ქვეპუნქტების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს  ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ERASMUS+ (Key Action 2; Key Action 3; Jean Monnet) ფარგლებში საერთაშორისო საგრანტო განაცხადის წარდგენის წესი” (დანართი N1).
2. დამტკიცდეს  ,,საერთაშორისო საგრანტო პროექტში მონაწილეობის განაცხადის ფორმა’’ (დანართი N2)
3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.



რექტორი      გიორგი შარვაშიძე

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი        ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება