2019-08-08
ბრძანება №:166/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაცემული სამეცნიერო საგრანტო პროექტების დაფინანსების ფარგლებში არსებული ზედნადები სახსრების განაწილების წესი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაცემული სამეცნიერო საგრანტო პროექტების დაფინანსების ფარგლებში არსებული ზედნადები სახსრების განაწილების წესი
საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ზ“, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის 4 ივლისის N005330/16 კორესპონდენციით (უნივერსიტეტში რეგისტრაციის N13201/10-02, თარიღი 2019 წლის 8 ივლისი) წარმოდგენილ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2017 წ.წ. შესაბამისობის აუდიტის დასკვნის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტისათვის სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაცემული სამეცნიერო საგრანტო პროექტების დაფინანსების ფარგლებში არსებული ზედნადები სახსრების განაწილების წესი“ (დანართი N1).
2. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას (შიდა აუდიტის სამსახური, საფინანსო დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი).
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება