2011-03-04
ბრძანება №:28/01-01
,,მანანა გეგეჭკორის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 22 თებერვლისN#18/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,მანანა გეგეჭკორის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 22 თებერვლის N18/01–01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57–ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის რამაზ ბოჭორიშვილის 2011 წლის 23 თებერვლის №3781/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ,,მანანა გეგეჭკორის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 22 თებერვლის №18/01–01 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების მე–2 პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის პრეამბულა (პირველი აბზაცი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის მანანა გეგეჭკორის სახელობის ყოველწლიური სტიპენდიის მოსაპოვებლად.“
ბ) ბრძანების მე–2 პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე - 4 აბზაცი (საკონკურსო განაცხადის წარდგენა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კონკურსში მონაწილეობისათვის უნივერსიტეტის ბაკალავრმა და მაგისტრმა ყოველწლიურად 1 მარტიდან 10 მარტამდე უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება;
2. პროფესიული ავტობიოგრაფია (CV);
3. აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი”.
გ) ბრძანების მე–2 პუნქტით დამტკიცებული №2 დანართით განსაზღვრული სტიპენდიის მიმნიჭებელ კომისიაშიNმარინე შენგელიას ნაცვლად დაფიქსირდეს მედეა ბურჯანაძე - ბიოლოგიის დოქტორი – კომისიის მდივანი”.
2. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.