2020-02-27
ბრძანება №:48/01-01
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 26 თებერვლის N3576/29 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2019 წლის 5 ივლისის N168/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის
„გ.დ“, „გ.ვ“, „გ.თ“, „ვ.დ“, „ვ.ვ“, „ვ.თ“ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) „გ.დ) სააუდიტორიო მეცადინეობები ეკონომიკისა და ბიზნესის (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) გარდა), იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 16 მარტი-27 ივნისი;“
ბ) „გ.ვ) საგამოცდო პერიოდი ეკონომიკისა და ბიზნესის (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) გარდა), იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის - 29 ივნისი-22 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 29 ივლისი-4 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);“
გ) „გ.თ) არდადეგები ეკონომიკისა და ბიზნესის (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) გარდა), იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის - 5 აგვისტო - 13 სექტემბერი; “
დ) „ ვ.დ) სააუდიტორიო მეცადინეობები ეკონომიკისა და ბიზნესის (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) გარდა), იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 16 მარტი-27 ივნისი;
ე) „ვ.ვ) საგამოცდო პერიოდი ეკონომიკისა და ბიზნესის (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) გარდა), იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის - 29 ივნისი-22 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 29 ივლისი-4 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);“
ვ) „ვ.თ) არდადეგები ეკონომიკისა და ბიზნესის (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) გარდა), იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის - 5 აგვისტო - 13 სექტემბერი; “
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ოკრიბელაშვილი
« უკან დაბრუნება