2008-06-11
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება № 38/01.-01)

ბრძანება # 38 / 01-01
       11.06.2008 წ

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ “ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N# 91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების  თანახმად,

  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
  2. კონკურსი ცხადდება 12 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 11 ივლისი.
    1. კონკურსი ცხადდება სრული და ასოცირებული პროფესორის 52 საშტატო ერთეულზე:

  • კერძო სამართლის მიმართულებით 5 სრული და 10 ასოცირებული პროფესორი;
  • კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით 2 სრული და 5 ასოცირებული პროფესორი;
  • ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით 1 სრული და 4 ასოცირებული პროფესორი;
  • საერთაშორისო სამართლის მიმართულებით 2 სრული და 4 ასოცირებული პროფესორი;
  • სისხლის სამართლის მიმართულებით 3 სრული და 8 ასოცირებული პროფესორი;
  • სამართლის მეთოდების მიმართულებით 1 სრული და 3 ასოცირებული პროფესორი;
  • სამართლის ისტორიის მიმართულებით 1 სრული და 3 ასოცირებული პროფესორი.

    4. თსუ სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია  წარმოადგინოს:

    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
    ბ)პირადობის მოწმობის ასლი ;
    გ) ავტობიოგრაფია (CV);
    დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის  (დოკუმენტების)  ასლი;
    ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი – სილაბუსებით;
    ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
    ზ)ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს.
    კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
    ა) ინფორმაცია ბოლო 5  წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობა ან პროექტებში მონაწილეობა;
    ბ) ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ;

    5. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ის კანცელარიაში, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 1.

    6.ბრძანება გამოქვეყნდეს.

 

 

გიორგი ხუბუა
რექტორი

« უკან დაბრუნება