2011-01-14
ბრძანება №:08/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მისნიტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-21 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
განისაზღვროს 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის ვადები:
ა) ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
ა.ა. საბუთების მიღება ფაკულტეტებზე _ 7 _ 9 თებერვალი;
ა.ბ. სტუდენტთა კრედიტების აღიარება _ 10 _ 14 თებერვალი;
ა.გ. სტუდენტთათვის აღაირებული კრედიტების გაცნობა _ 15 თებერვალი;
ა.დ. საბოლოო შედეგების გამოცხადება _ 16 თებერვალი;
ა.ე. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება _ 17 თებერვალი.
ბ) დოქტორანტებისათვის
ბ.ა. გასაუბრება სპეციალობაში _ 15 თებერვალი;
ბ.ბ. საბოლოო შედეგების გამოცხადება _ 16 თებერვალი;
ბ.გ. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება _ 17 თებერვალი.
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
-
დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი