2016-11-03
ბრძანება №:196/01-01

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი (საფრანგეთის რესპუბლიკა) გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი (საფრანგეთის რესპუბლიკა) გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (40283/02 02.11.2016) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის (INSA) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 4 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 13:00 საათზე, ოთახი №101 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
a. მერაბ ელიაშვილი (თსუ პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე)
b. მირეი დიუკასე (რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის პროფესორი, კომისიის წევრი)
გ. თამარ ჭელიძე (თსუ პროფესორი, კომისიის წევრი)
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი ეკატერინე მეგრელიშვილი.  
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი  (დანართი №1); კონკურსანტთა გასაუბრების განრიგი (დანართი №2). 
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს      საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის  ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი                      გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება