2019-01-15
ბრძანება №:7/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების დარგში პაატა გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების დარგში პაატა გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   51-ე   მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების დარგში პაატა გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 03 დეკემბრის N232/2018 დადგენილებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსიტუტის დირექტორის 2019 წლის 09 იანვრის N177/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების დარგში პაატა გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების მიზნით.

2. პრემია შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული ეკონომიკური მეცნიერების დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომის ან ნაშრომთა ციკლისათვის (აღნიშნული მიზნისთვის სამეცნიერო ნაშრომად განიხილება მონოგრაფია, წიგნი ან ნაშრომთა ციკლი). პრემია ენიჭება გამარჯვებული ნაშრომის (ნაშრომთა ციკლის) ავტორს (ავტორებს).

3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების დარგში პაატა გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტაციის წარმოდგენა განხორციელდეს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის კანცელარიაში მათი რეგისტრაციის გზით, 2019 წლის 15 იანვრიდან 2019 წლის 15 თებერვლის 1700  სთ-მდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დოკუმენტაცია (ნაშრომი) განსახილველად აღარ მიიღება.

4. პრემიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ავტობიოგრაფია (СV);
დ) საპრემიოდ წარმოდგენილი გამოქვეყნებული ნაშრომის 3 (სამი) ეგზემპლარი.

5. კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული მხარის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობისა და აკადემიური საბჭოს 2018 წლის 03 დეკემბრის N232/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულის სიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების დარგში პაატა გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის მინიჭების წესის შესაბამისად   დაევალოს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორს.

6.   წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.


7.  წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.


8.  ბრძანება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით.





რექტორი                                   გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება