2017-10-24
ბრძანება №:231/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტების მოსამზადებელ განყოფილებაში სკოლის გამოსაშვები საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მოსამზადებელი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტების  მოსამზადებელ განყოფილებაში  სკოლის გამოსაშვები საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მოსამზადებელი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურებისა და  მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის  09 ოქტომბრის №17711/10 წერილის  საფუძველზე,
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
   
1.    სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა  მოსამზადებელ განყოფილებაში სკოლის გამოსაშვები საატესტატო გამოცდებისათვის თითოეულ საგანში ფასიანი მომსახურების  ერთი კურსის (კურსის ხანგრძლივობა 7 თვე: 2017 წლის  1 ნოემბერი - 2018 წლის 10 ივნისი; კურსის მოცულობა - 90 საათი)  მომზადების საფასური 2017-2018 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) მათემატიკა – 500 ლარის ოდენობით;
ბ) ფიზიკა – 500 ლარის ოდენობით;
გ) ქიმია   – 500 ლარის ოდენობით;
დ) ბიოლოგია – 500 ლარის ოდენობით;
ე) გეოგრაფია - 500 ლარის ოდენობით;

2.    აბიტურიენტთა  მოსამზადებელ განყოფილებაში  სკოლის გამოსაშვები საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მოსამზადებლად დადგინდეს  შეღავათები კურსის ღირებულების გადახდისას შემდეგი ოდენობით:


ა)    2 (ორი) ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტს მიეცეს    შესაძლებლობა სწავლის საფასური დაფაროს ეტაპობრივად, კერძოდ:

 ა.ა)სწავლის საფასურის ოდენობის გადახდა გადანაწილდეს 6 თვეზე, ყოველთვე წინასწარი გადახდით;

ა.ბ.)აბიტურიენტის მიერ სწავლის საფასურის ყოველთვე გადახდის შემთხვევაში, გადასახდელი თანხის პირველი თვის საფასური დაიფაროს 2017 წლის  30 ოქტომბრიდან 07 ნოემბრამდე, ხოლო დარჩენილი ნაწილის გადახდა განხორციელდეს ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში, არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა;

ა.გ.)შესაძლებელია სწავლის საფასურის ოდენობის გადახდა გადანაწილდეს ორ ნაწილად: გადასახდელი თანხის პირველი ნაწილი დაიფაროს 2017 წლის 30 ოქტომბრიდან  07 ნოემბრამდე, ხოლო გადასადელი თანხის მეორე ნახევარი დაიფაროს 2017 წლის 31 დეკემბრამდე;
 
ბ)  3 (სამი) საგნის არჩევის შემთხვევაში მომზადების საფასური განისაზღვროს გადასახდელი თანხის საერთო ღირებულების 95 %-ს ოდენობით;

გ)  4 (ოთხი) საგნის არჩევის შემთხვევაში მომზადების საფასური განისაზღვროს გადასახდელი თანხის საერთო ღირებულების 90 %-ს ოდენობით;

დ)  სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი აბიტურიენტების მიერ 3 (სამი) ან  4 (ოთხი) საგნის არჩევის შემთხვევაში, სწავლის საფასურის ოდენობა განისაზღვროს გადასახდელი თანხის საერთო ღირებულების 85%-ის ოდენობით;

ე)  მოსამზადებელ განყოფილებაში ოჯახიდან 2 (ორი) ან მეტი აბიტურიენტის დარეგისტრირების შემთხვევაში, აბიტურიენტის მიერ 3 (სამი) ან 4 (ოთხი) საგნის არჩევის შემთხვევაში, სწავლის საფასურის ოდენობა განისაზღვროს გადასახდელი თანხის საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით;
 
ვ)  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლების შვილებისთვის აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 65%-ის ოდენობით;

3.    აბიტურიენტების მოსამზადებელ განყოფილებაში საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგანში ერთი კურსის (კურსის მოცულობა 90 საათი) მოსამზადებლად მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 20 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
4.    უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტების მოსამზადებელ განყოფილებაში საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგანში ერთი კურსის  მოსამზადებლად  ჯგუფი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 5 მსმენელის არსებობის შემთხვევაში.
5.    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;

6.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
 

    

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ნუნუ ოვსიანიკოვა
 

« უკან დაბრუნება