2012-07-16
ბრძანება №:92/01-01
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012-2013 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012-2013 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“,„ს“, „ტ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
განისაზღვროს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012-2013 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები სწავლების ყველა საფეხურზე შემდეგი სახით:
ა) პირველკურსელთა რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 29 აგვისტო - 8 სექტემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 10 -17 სექტემბერი.
ბ) ბაკალავრიატი/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 15 აგვისტო - 8 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 10 – 17 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 17 სექტემბერი - 29 დეკემბერი;
ბ.დ) არდადეგები - 31 დეკემბერი - 7 იანვარი; 16 თებერვალი - 2 მარტი;
ბ.ე) საგამოცდო პერიოდი - 8 იანვარი - 2 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 8 – 15 თებერვალი.
გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 - 25 თებერვალი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 თებერვალი – 4 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 4 მარტი – 15 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 17 ივნისი - 11 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 17 – 24 ივლისი (დამატებითი გამოცდები).
გ.ე) არდადეგები - 25 ივლისი - 15 სექტემბერი.
დ) მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა
შემოდგომის სემესტრი:
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 15 აგვისტო - 28 სექტემბერი;
დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 28 სექტემბერი - 1 ოქტომბერი;
დ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 1 ოქტომბერი - 19 იანვარი;
დ.დ) არდადეგები – 1- 7 იანვარი; 21 თებერვალი - 2 მარტი;
დ.ე) საგამოცდო პერიოდი - 21 იანვარი - 9 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 14 – 20 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).
ე) გაზაფხულის სემესტრი:
ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 10 - 25 თებერვალი;
ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 თებერვალი – 4 მარტი;
ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 4 მარტი – 15 ივნისი;
ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 17 ივნისი - 11 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 17 – 24 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ე.ე) არდადეგები - 25 ივლისი - 15 სექტემბერი.
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
-
დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
-
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი