2017-10-16
ბრძანება №:202/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში   უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 12 ივლისის №12/04 ერთობლივი ბრძანების,შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ი. რატიანის 2017 წლის 10 ოქტომბრის №17846/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის  ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით; 
3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის   თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო  თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს  საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
5. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 16 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 17 ნოემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2017 წლის 20 დეკემბრისა;
6. კონკურსი გამოცხადდეს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

ქართული  ლიტერატურის განყოფილება:
უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი –  8,0 საშტატო ერთეული.
უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული (ორი)

ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის  განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  – 3,0 საშტატო ერთეული.
  უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი –  0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

ფოლკლორის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 2,0 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი _ 0,5 საშტატო ერთეული (ორი)

გალაკტიონოლოგიის სამეცნიერო –კვლევითი ცენტრი:
უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული

7. კონკურსი გამოცხადდეს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

ქართული  ლიტერატურის განყოფილება:
  მეცნიერი თანამშრომელი – 15,0 საშტატო ერთეული 
  მეცნიერი თანამშრომელი _ 0,5 საშტატო ერთეული (ორი)

ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის  განყოფილება:
 მეცნიერი თანამშრომელი – 6,0 საშტატო ერთეული
   მეცნიერი თანამშრომელი _ 0,5 საშტატო ერთეული (სამი)


ფოლკლორის განყოფილება:
 მეცნიერი თანამშრომელი – 3,0 საშტატო ერთეული
  მეცნიერი თანამშრომელი _ 0,5 საშტატო ერთეული (სამი)

გალაკტიონოლოგიის სამეცნიერო –კვლევითი ცენტრი:
მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული

რუსთველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 
 მეცნიერი თანამშრომელი _ 4,0 საშტატო ერთეული

8. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი #2); 
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV); 
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
9. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 17 ნოემბრიდან  2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. მისამართი:  თბილისი, მ. კოსტავას ქ №5, მე-2 სართული.
10. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის - თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე;  
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
12. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
13.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

    
რექტორი                 გიორგი შარვაშიძე                                       
            

« უკან დაბრუნება