2019-11-20
ბრძანება №:288/01-01

2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბიალისტოკის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიბის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ბიალისტოკის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიბის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (22648/10; 20.11.19) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს  კონკურსი  2019/2020  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ- მობილობის პროგრამის  ფარგლებში    ბისალისტოკის    უნივერსიტეტის  მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის  გამოყოფილი სტიპენდიის  კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 21 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ირინე გველესიანი,   თსუ   ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)მარიამ კევლიშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; კომისიის წევრი;
გ)ანა თოხაძე, იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კომისიის წევრი;

4.დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა  აუდიტის  სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი          ნინო ოკრიბელაშვილი

« უკან დაბრუნება