2010-01-04
ბრძანება №:01/01-01

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საარჩევნო კომისიების შექმნის შესახებ" რექტორის 2009 წლის 13 მარტის #28/01-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საარჩევნო კომისიების შექმნის შესახებ" რექტორის 2009 წლის 13 მარტის #28/01-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და აკადემიური საბჭოს 2009 წლის 19 ოქტომბრის #295 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 23 ოქტომბრის #22 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის" მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის უზრუნველსაყოფად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს დამატება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საარჩევნო კომისიების შექმნის შესახებ" რექტორის 2009 წლის 13 მარტის #28/01-01 ბრძანების 1-ლი  მუხლის ,,ე" პუნქტში და დაემატოს შემდეგი კომისიის წევრები:
თამარ ღვამიჩავა
სალომე ქავთარაძე
სულხან ონიანი
ჯაბა ჭლიკაძე

2. ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2010 წლის 4 იანვრის #1/02 შუამდგომლობა.
 
რექტორი, პროფესორი
                          გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება