2015-09-24
ბრძანება №:177/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 213-ე აუდიტორიისათვის ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელის მინიჭების თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 213-ე აუდიტორიისათვის ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელის მინიჭების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  57–ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 და მე-11 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2015 წლის 17 სექტემბრის №33310/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
                              
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
  
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 213-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელი. 
2. დაევალოს შესაბმის სტრუქტურულ ერთეულებს აუდიტორის მოწყობისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორის მოადგილე,
რექტორის მოავალეობის შემსრულებელი                     იოსებ სალუქვაძე

« უკან დაბრუნება