2016-05-25
ბრძანება №:84/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ABET კომიტეტის შექმნის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ABET კომიტეტის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 14 აპრილის №14169/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნას ABET კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა) რამაზ ბოჭორიშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი – კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ღვედაშვილი – სამეცნიერი კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) მანანა ხაჩიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) ცისმარი გავაშელი – სამეცნიერი კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი - კომიტეტის მდივანი;
ე) ირინა ხუციშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – კომიტეტის მდივანი.
ვ) მაგდა ალანია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – კომიტეტის წევრი;
ზ) ალექსანდრე გამყრელიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - კომიტეტის წევრი;
თ) კობა გელაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - კომიტეტის წევრი;
ი) დავით კაკულია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომიტეტის წევრი;
2. კომიტეტმა აშშ-ს სააკრედიტაციო სააგენტოს ABET შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს მათ შორის ვორქშოფების, უნივერსიტეტის ვებ-გვერდისა და სოციალური მედიის საშუალებით.
3. კომიტეტმა უზრუნველყოს შესაბამისი მიმართულებების აკადემიური პერსონალისა და პროგრამების ხელმძღვანელების ტრენინგები ABET აკრედიტაციის პროცედურებთან და რეგულაციებთან დაკავშირებით.
4. კომიტეტმა შექმნას ABET აკრედიტაციისათვის სამოქმედო გეგმა, გააცნოს იგი შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებს და ჩართოს ისინი აკრედიტაციის პროცესში.
5. კომიტეტმა შეიმუშაოს, შემოიღოს და მოსთხოვოს შესაბამის დეპარტამენტებს/პროგრამებს ABET აკრედიტაციის მისაღებად აუცილებელი ხილვადი/გაზომვადი მახასიათებლები/მონაცემები.
6. კომიტეტმა საგანმანათლებლო პროგრამებში შემოიღოს ზოგადი განათლების კომპონენტი, რომელიც ტექნიკურ კომპონენტებთან ერთად გახდება კურიკულუმის ნაწილი და იქნება თავსებადი როგორც პროგრამის, ისე უნივერსიტეტის მიზნებთან.
7. კომიტეტმა ABET აკრედიტაციისათვის მოამზადოს თვითშეფასების ანგარიში როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.
8. კომიტეტმა უმასპინძლოს და მეთვალყურეობა გაუწიოს ABET წარმომადგენლებს უნივერსიტეტში ვიზიტების პერიოდში.
9. კომიტეტმა უზრუნველყოს ABET სააგენტოსთან ეფექტური კომუნიკაცია.
10. ABET კომიტეტის შეხვედრებისათვის, ABET წარმომადგენლების მისაღებად და სამუშაოდ გამოყოფილ იქნეს №202 აუდიტორია უნივერსიტეტის მე-2 სასწავლო კორპუსში.
11. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
« უკან დაბრუნება