2018-09-27
ბრძანება №:891/01-04

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე” უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 19 სექტემბრის N846/01-04 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე” უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 19 სექტემბრის N846/01-04 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განიხილა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორის 2018 წლის 25 სექტემბრის N19484/02 წერილი მაგისტრანტობის კანდიდატების - ბესიკი ძამაშვილის, მარიამ დუნდუას და არჩილი ჯღამაძის ჩარიცხვასთან დაკავშირებით.
თსუ-ს რექტორის 2018 წლის 19 სექტემბრის N846/01-04 ბრძანებით, 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში განხორციელდა მაგისტრანტობის კანდიდატების ჩარიცხვა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორის მოადგილის 2018 წლის 18 სექტემბრის N18993/29 წარდგინების საფუძველზე, რექტორის ზემოაღნიშნული ბრძანებით ჩაირიცხა 39 მაგისტრანტობის კანდიდატი.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორის მოადგილის 2018 წლის 25 სექტემბრის N19484/02 წერილიდან ირკვევა, რომ წარდგინებაში გამორჩათ 3 მაგისტრანტობის კანდიდატი, რომლებმაც მიმდინარე წელს ხელმეორედ ჩააბარეს როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდები, ასევე დააკმაყოფილეს სამაგისტრო პროგრამით - „თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში“ გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. შესაბამისად, მაგისტრანტობის კანდიდატები: ბესიკი ძამაშვილი, მარიამ დუნდუა და არჩილი ჯღამაძე ვერ მოხვდნენ რექტორის 2018 წლის 19 სექტემბრის „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე” N846/01-04 ბრძანებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის
N29/2018 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2019 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ", „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკისა საერთაშორისო სკოლის დირექტორის 2018 წლის 25 სექტემბრის N19484/02 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნეს დამატება თსუ-ს რექტორის 2018 წლის 19 სექტემბრის N846/01-04 ბრძანების პირველი პუნქტის 1.4. ქვეპუნქტით დამტკიცებულ N4 დანართში და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩარიცხულთა სიას დაემატოს შემდეგი შინაარსის 320-ე, 321-ე და 322-ე ნომრები:

320.

მარიამ

დუნდუა



თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში

ბიზნესი და ეკონომიკა

4500 ლარი (სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად)

85,1

321.

ბესიკი

ძამაშვილი



თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში

ბიზნესი და ეკონომიკა

4500 ლარი (სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად)

84,3

322.

არჩილი

ჯღამაძე



თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში

ბიზნესი და ეკონომიკა

4500 ლარი (სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად)

66,7



2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე


« უკან დაბრუნება