2019-05-13
ბრძანება №:551/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ „ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 16 აპრილის N91/01-01 და 2018 წლის 7 თებერვლის N28/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვ. გობრონიძის 07.05.2019წ. N8329/10 დასკვნის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის 07.05.2019წ. N8299/26 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ 18793 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტები დანართი N1-ის მიხედვით;
2. დაევალოს     საფინანსო     დეპარტამენტს     შეიტანოს     შესაბამისი     ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეთ დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო დეპარტამენტი,   სასწავლო   პროცესის   მართვის დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა   და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება