2011-09-19
ბრძანება №:95/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდის, გასაუბრებისა და სააპელაციო კომისიების დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდის, გასაუბრებისა და სააპელაციო კომისიების დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მისნიტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 12 სექტემბრის №23725/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 8 სექტემბრის №23345/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 7 სექტემბრის №23287/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2011 წლის 8 სექტემბრის №23422/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 5 სექტემბრის №22972/02; 8 სექტემბრის N23343/02; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 6 სექტემბრის №23120/02 და ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2011 წლის 17 აგვისტოს N21737/02 წარდგინებების საფუძველზე,
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება
ვბრძანებ:
-
დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდის, გასაუბრებისა და სააპელაციო კომისიების შემადგენლობა ფაკულტეტების შესაბამისად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);
ზ) ევროპული კვლევების ინსტიტუტი (დანართი 7).
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
-
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი