2019-11-01
ბრძანება №:275/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ




სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 27-ე მუხლის პირველი პუნქტისა და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2019 წლის 30 ოქტომბრის N21129/10 წარდგინების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  განისაზღვროს    2019    წლის    შემოდგომის    მიღებაზე    ჩასარიცხად    წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ორი ფოტოსურათი 3X4 (ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი);
გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი თსუ შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული;
ე)   სამხედრო   აღრიცხვაზე   ყოფნის   დამადასტურებელი   დოკუმენტი   (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.  განისაზღვროს    2019    წლის    შემოდგომის    მიღებაზე    ჩასარიცხად    წარმოსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის ვადად 2019 წლის 11-20 ნოემბერი.

3.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი              გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება