2015-07-06
ბრძანება №:104/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის  22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10; 29.12.2014წ) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის  მე-2  და მე-3 პუნქტების,  მე-2 მუხლის მეორე პუნქტის, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 26 ივნისის №21/04 ერთობლივი ბრძანებისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თ. ბერიძის  2015 წლის 30 ივნისის №21247/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2015 წლის 6 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2015 წლის 7 აგვისტოდან 2015 წლის   14 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2015 წლის 10 სექტემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

თეორიული ეკონომიკის კათედრა
  ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
  
  ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის კათედრა
  
   ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

6. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა)     განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით   (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული   (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);    
გ)     პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ)   შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ)  სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2015 წლის 7 აგვისტოდან  2015 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით  1000 - დან 1800 საათამდე,  თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო  დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში.  მისამართი:  თბილისი,   უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ X კორპუსი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კანცელარია, ოთახი №310.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
                                          

« უკან დაბრუნება