2018-12-31
ბრძანება №:331/01-01
„თსუ რექტორის 2018 წლის 27 დეკემბრის N324/01-01 ბრძანებაში „ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ N313/01-01 (18.12.2018) ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ
„თსუ რექტორის 2018 წლის 27 დეკემბრის N324/01-01 ბრძანებაში „ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ N313/01-01 (18.12.2018) ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი და მე-11 პუნქტებისა და რექტორის 2018 წლის 28 დეკემბრის N330/01-01 ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შესწორდეს თსუ რექტორის 2018 წლის 27 დეკემბრის N324/01-01 ბრძანების „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის 2018 წლის 18 დეკემბრის N313/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველ პუნქტში დაშვებული შეცდომა (ნაცვლად რექტორის 2018 წლის 18 დეკემბრის N313/01-01 ბრძანებისა, შეცდომით იყო მითითებული რექტორის 2018 წლის 18 დეკემბრის N113/01-01 ბრძანება) და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შევიდეს ცვლილება “სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2018 წლის 18 დეკემბრის N313/01-01 ბრძანების მე-6 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილებას.“
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4.
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე