2015-01-28
ბრძანება №:19/01-01

2015-2016 სასწავლო წლისათვის ლაიდენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2015-2016 სასწავლო წლისათვის ლაიდენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის     2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის წერილის (2093/02; 27. 01. 2015) საფუძველზე

ვბრძანებ:
  1. ჩატარდეს კონკურსი 2015-2016 სასწავლო წლისათვის ლაიდენის     უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მიმღებთა (სტიპენდიანტი) შესარჩევად. 
  2. კონკურსი ჩატარდეს 2015 წლის 29 იანვარს, 09:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსი¬ტე¬ტის მეორე კორპუსში, ოთახი #203 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N3). 
  3. დამტკიცდეს სტიპენდიანტთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი  შემადგენლობით:
    ა) კომისიის თავმჯდომარე – მანანა რუსიეშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი);
    ბ) კომისიის წევრი – გიული შაბაშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
    გ) კომისიის წევრი – ირინა გველესიანი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი). 
  4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი ლელა კაცაძე.
  5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
  6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
  7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
  8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი, პროფესორი                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება