2016-02-24
ბრძანება №:25/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოინფორმაციული ცენტრის შექმნის საკითხის განხილვისა და შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოინფორმაციული ცენტრის შექმნის საკითხის განხილვისა და შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცალკეულ სტუდენტთა 2016 წლის 01 თებერვლის N2608/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოინფორმაციული ცენტრის შექმნის საკითხის განხილვისა და შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) დარეჯან თვალთვაძე - რექტორის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ერმი ქემოკლიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) გიორგი გოგსაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) დავით კერესელიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი.
2. სამუშაო ჯგუფს დაევალოს განიხილოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოინფორმაციული ცენტრის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები არაუგვიანეს 2016 წლის 31 მარტისა.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა