2011-10-31
ბრძანება №:115/01-01

ყოფილი სსიპ – "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის" სტუდენტებისათვის აკადემიური ხარისხის მინიჭების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის შესახებ

ყოფილი სსიპ – "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის" სტუდენტებისათვის აკადემიური ხარისხის მინიჭების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის შესახებ

    სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოვიდა ყოფილი სსიპ – "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის" სტუდენტების განცხადებები მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული საკითხი აუცილებელს ხდის საქმის შემდგომი შესწავლის მიზნით შეიქმნას კომისია.
    ხსენებულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მისნიტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. შეიქმნას ყოფილი სსიპ – "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის" სტუდენტებისათვის აკადემიური ხარისხის მინიჭების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით კომისია შემდეგი შემადგენლობით:

    1.1  ავთანდილ ჩუთლაშვილი – რექტორის მოადგილე;

    1.2 გიორგი ღაღანიძე – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;

    1.3 ლალი ჩიკვილაძე – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;

    1.4  ჯიმი კეკელაშვილი – იურიდიული ფაკულტეტის დეკანის კონსულტანტი;

    1.5 ნინო თოდუა – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი;

    1.6  სოფიო ცინცაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

    1.7    ნანა სიჭინავა –  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

    1.8    მაია გრიგოლია – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა მომსახურების განყოფილების უფროსი;

    1.9    ეკა ლეკაშვილი – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.


  2. დაევალოს კომისიას შეისწავლოს მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია სსიპ – "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის" სტუდენტების განცხადებებში დასმული საკითხების გადაწყვეტის მიზნით.
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






რექტორი                                ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება