2019-03-06
ბრძანება №:47/02-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო ფონდების აღრიცხვის, შეფასების, გადაფასების, საბიბლიოთეკო ფონდიდან საბიბლიოთეკო დოკუმენტის გარიცხვისა და ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 04 ივლისის №97/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო  ფონდების აღრიცხვის, შეფასების, გადაფასების, საბიბლიოთეკო  ფონდიდან საბიბლიოთეკო  დოკუმენტის გარიცხვისა და ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 04 ივლისის №97/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2019 წლის 26 თებერვლის N3335/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.   შევიდეს  შემდეგი ცვლილებები „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ბიბლიოთეკის    საბიბლიოთეკო         ფონდების აღრიცხვის, შეფასების, გადაფასების, საბიბლიოთეკო  ფონდიდან საბიბლიოთეკო დოკუმენტის გარიცხვისა და     ჩამოწერის     წესის     დამტკიცების     შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 04 ივლისის №97/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ საბიბლიოთეკო   ფონდების აღრიცხვის, შეფასების, გადაფასების, საბიბლიოთეკო ფონდიდან საბიბლიოთეკო დოკუმენტის   გარიცხვისა   და ჩამოწერის წესში:


ა) წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წლიური ჯამური აღრიცხვის წიგნის ნაწილი 1 (დანართი №4) სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) რეგისტრაციის რიგითი N;
ბ) რეგისტრაციის თარიღი;
გ) შემოსული საბუთის ნომერი და თარიღი; 
დ) შემოსვლის წყარო;
ე) შემოსული კომპლექტის დასახელება, რაოდენობა, ღირებულება; 
ვ) საბიბლიოთეკო დოკუმენტის დასახელება;
ზ) ეგზემპლარი ფასი; 
თ) რაოდენობა;
ი) თანხა;
კ) შტრიხკოდი;
ლ) სახელმძღვანელო;
მ) განაწილება ფონდების მიხედვით;
ნ) განაწილება ფაკულტეტებისა და ინსტიტუტების მიხედვით; 
ო) განაწილება გამოცემის სახეების მიხედვით;
პ) განაწილება ენების მიხედვით;“.

ბ) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო   ფონდების აღრიცხვის, შეფასების, გადაფასების, საბიბლიოთეკო    ფონდიდან საბიბლიოთეკო    დოკუმენტის გარიცხვისა და ჩამოწერის წესის დანართი №4  ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე დართული სახით (დანართი №4).


2.   ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი           ნუნუ ოვსიანიკოვა 
« უკან დაბრუნება