2011-09-14
ბრძანება №:89/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის დამატებითი ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის დამატებითი ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მისნიტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77 დადგენილებით დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის, ტურიზმის საერთაშორისო სკოლის დირექტორის 2011 წლის 9 სექტემბრის №23538/02 განცხადების, ნადია მურჯიკნელის 2011 წლის 12 სექტემბრის №23645/02 განცხადების, ბაჩანა წეროძის 2011 წლის 7 სექტემბრის №23279/02 განცხადებისა და ქეთევან გვარამაშვილის 2011 წლის 8 სექტემბრის №23385/02 განცხადების საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
განისაზღვროს 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში დარჩენილ 41 ვაკანტურ ადგილზე შიდა მობილობის დამატებითი ვადები:
ა. საბუთების მიღება – 14-15 სექტემბერი;
ბ. სტუდენტთათვის კრედიტების აღიარება და აღიარებული კრედიტების გაცნობა - 16 სექტემბერი;
გ. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 23 სექტემბერი.
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი