2014-05-22
ბრძანება №:72/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლის „თანამედროვე მიღწევები ბიოჩიპების ტექნოლოგიაში” ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლების პირველი პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-12 პუნქტის, მე–15 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. 2014 წლის 9-13 ივნისს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლის „თანამედროვე მიღწევები ბიოჩიპების ტექნოლოგიაში” ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნელი საპოჟნიკოვა - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, თსუ-ის ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი, ლექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) თამარ ქართველიშვილი - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, თსუ-ის ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი, ლექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნინო ასათიანი - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, თსუ-ის ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი, ლექტორი;
დ) ლალი ასანიშვილი - მეცნიერ თანამშრომელი, თსუ-ის ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი, ლაბორატორიის ასისტენტი;
ე) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ვ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ზ) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
თ) ტარიელ ზარანდია - ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ი) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
კ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი.
2. დამტკიცდეს საზაფხულო სკოლის ხარჯთაღრიცხვა და ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს პორტსმუტის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ფარმაციისა და ბიოსამედიცინო მეცნიერებების სკოლის მიერ საზაფხულო სკოლის მხარდაჭერის მიზნით გადმორიცხული თანხის (3000.00 გირვანქა სტერლინგი) დაფინანსების გამოყენებით (დანართი N1).
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს გახსნას საზაფხულო სკოლის საქვეანგარიშო ანგარიში.
4. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
5. დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს საზაფხულო სკოლის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
6. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს საზაფხულო სკოლის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა.
7. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს საზაფხულო სკოლის სათანადოდ გაშუქება.
8. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება