2012-05-01
ბრძანება №:68/02-01
,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N176/02-01 ბრძნების #1 დანართში დამატების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 ნოემბრის #412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, მე-4 პუნქტის ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N175/02-01 ბრძანების და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორის ზ. გაიპარაშვილის 2012 წლის 01 მაისის #10354/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნას ცვლილება ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N176/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული N#1 დანართის 27-ე პუნქტს დაემატოს ქვეპუნქტი 27.20 და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,27.20. ვახტანგ ჩაჩხიანი - სპეციალისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის სამკითხველო დარბაზებში ასლგადამღებ აპარატებსა და სალარო აპარატზე”;
2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის, დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი: ერმი ქემოკლიძე
« უკან დაბრუნება