2011-07-01
ბრძანება №:121/02-01
"სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის №34/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
"სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის №34/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 06 თებერვლის №70 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” დებულების მე-13, მე-14, მე-15, მე-16 მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, ,,ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 01 აგვისტოს №3 დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების მე-3 მუხლის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის აკადემიკოს ლევან ალექსიძის 2011 წლის 15 ივნისის 15169/02, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ტალახაძის 2011 წლის 15 ივნისის №15185/02, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელის რამაზ ბოჭორიშვილის 2011 წლის №15534/02 და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის 2011 წლის 20 ივნისის №15653/02 წერილების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის №34/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების 3.4.8 და 3.4.9 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.4.8. გეოფიზიკისა და იონოსფეროს ლაბორატორია _ ევგენი საყვარელიძე, ლაბორატორიის გამგე;”
"3.4.9. ფიზიკის მიმართულების კომპიუტერული კლასი _ მაია სამხარაძე, ინჟინერი;”
ბ) ბრძანების 3.7-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3.7.13 ქვეპუნქტი:”
,,3.7.13. ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის ქვემიმართულება - თამარ ალექსიძე, ასისტენტ პროფესორი,;
გ) ბრძანების მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3.9 და 3.10 ქვეპუნქტები:
,,3.9. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული მიკრო და ნანო ელექტრონიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი - ლევან ხვედელიძე, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;”
,,3.10. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - შოთა მირიანაშვილი, ინსტიტუტის დირექტორი;”
დ) ბრძანების მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 7.2 ქვეპუნქტი:
,,7.2. მარიამ კევლიშვილი, რექტორის მოადგილის თანაშემწე”;
ე) ბრძანების 35 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 35.12 ქვეპუნქტი:
,,35.12. მანუჩარ მოდებაძე, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი-გამწვანების დარგში;”
ვ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 37-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,37. გიორგი ასაბაშვილი, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეურნეო ნაწილის გამგე-ინსტიტუტის საჭიროებისათვის უნივერსიტეტიდან გაწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე;”
2. დაევალოს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციას, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს, ახლად დანიშნულ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს, ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყონ მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია და გადაბარება ,,ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 01 აგვისტოს №3 დებულების პირველი მუხლის, მეოთხე პუნქტისა და ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების მე-3 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად;
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის, დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
4. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს წინამდებარე ბრძანების სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
6. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: დ. ჩომახიძე