2008-04-04
ბრძანება №:0
"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 3 იანვრის №02/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანისა და დამტკიცების შესახებ (ბრძანება №51/02-01)
04.04.2008 წ
"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 3 იანვრის №02/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანისა და დამტკიცების შესახებ
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის "დ" პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- შევიდეს ცვლილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 3 იანვრის № 02/02-01 ბრძანების დანართში და დაემატოს: პრეს-სამსახურის უფროსისა და პრეს-სამსახურის სპეციალისტის საშტატო ერთეულები;
- დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგი თანდართული დანართით;
- დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის;
- ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
- კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი №6146/02 04.04. 2008წ.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
გ. გალდავა