2020-09-18
ბრძანება №:180/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 17 ივლისის N137/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 17 ივლისის N137/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 15 სექტემბრის N14555/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 15 სექტემბრის N14539/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 15 სექტემბრის N14548/32 და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 15 სექტემბრის N14583/26 წერილების საფუძველზე,



ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე   ვაკანტური   ადგილების   განსაზღვრის   შესახებ“ რექტორის 2020 წლის 17 ივლისის N137/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N3, N4, N5 და N6 დანართებში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განსაზღვრულ ვაკანტური ადგილების ნაწილში:


ა) N3 დანართში მე-5 ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5.   სოციოლოგია   5“
ბ) N3 დანართში მე-8 ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8.       კონფლიქტების ანალიზი და მართვა      7 “

გ) N4 დანართში 1-ლი ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.          ბიზნესის ადმინისტრირება         32 “
დ) N4 დანართში მე-3 ნომერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3.        ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი   4 “
ე) N5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი N5


1.        კლინიკური და ტრანსლიაციური მედიცინა       13“

ვ) N6 დანართის მე-3 ნომერი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3.        „განათლების ფსიქოლოგია      3“



2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი     გიორგი შარვაშიძე 


« უკან დაბრუნება