2017-03-21
ბრძანება №:74/02-01

,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის ,,სურსათის უვნებლობა ბიზნეს ოპერატორებისათვის” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 26 ნოემბრის №155/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის  ტრენინგ-კურსის ,,სურსათის უვნებლობა ბიზნეს ოპერატორებისათვის” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 26 ნოემბრის №155/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის  შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა” და ,,ნ’’ ქვეპუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 26 ნოემბრის №155/02-01 ბრძანებისა და  
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის  2017 წლის 16 მარტის №3543/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის ,,სურსათის უვნებლობა ბიზნეს ოპერატორებისათვის” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 26 ნოემბრის №155/02-01 ბრძანებაში:

a) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის  ტრენინგ-კურსის ,,სურსათის უვნებლობა ბიზნეს ოპერატორებისათვის” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე”;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    უწყვეტი განათლების ცენტრის  ტრენინგ-კურსის ,,სურსათის უვნებლობა ბიზნეს ოპერატორებისათვის” – ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 50 ლარით”;

 გ)  ბრძანების მე-2 პუნქტი გაუქმდეს;

  დ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 21 პუნქტი:
,,21. ტრენინგ-კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 16 მსმენელის არსებობის   შემთხვევაში.”

 ე) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 22 პუნქტი:
,,22. ტრენინგ-კურსის მოცულობა – 15 საათი”;

 ვ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 23 პუნქტი:
,,23. ტრენინგ-კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს    1 საათი – 30 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ნუნუ ოვსიანიკოვა


« უკან დაბრუნება