2012-08-17
ბრძანება №:117/02-01

,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის N176/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი #1-ში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ა(ა)იპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის       30 სექტემბრის N176/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი #1-ში ცვლილებების  შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის,  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 ნოემბრის  #412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, მე-4 პუნქტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2012 წლის 13 აგვისტოს N19339/02 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის #176/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი #1-ში:

ა) დანართი #1-ის  პუნქტი 29.2. ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,29.2. გიორგი კარტოზია – თსუ-ის მე-2 კორპუსის ადმინისტრატორი”
ბ) დანართი #1-ის პუნქტი 29.20. ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,29.20. ნინო კილასონია – თსუ-ის მე-2 კორპუსის უფროსი სპეციალისტი”.
 
2. დაევალოს    კანცელარიას     წინამდებარე  ბრძანების     შესასრულებლად  გადაცემა  დაინტერესებულ   პირთათვის,   დაგზავნის ფურცელში    მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
3. დაევალოს კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანება  განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                               ერმი ქემოკლიძე
« უკან დაბრუნება