2017-05-08
ბრძანება №:463/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამზე - "ისტორია" ქრისტინა ჯიჯავას ჩარიცხვის შესახებ


სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამზე - "ისტორია" ქრისტინა ჯიჯავას    ჩარიცხვის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის             18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6  პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ა”, "ბ", "გ" ქვეპუნქტებისა, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, "ეროვნულგამოცდებგავლილ იმ აბიტურიენტთა სიების (კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის) დამტკიცების შესახებ, რომლებმაც 2016 წელს უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით" სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 30 აგვისტოს №179/16 ბრძანების, ქრისტინა ჯიჯავას 2017 წლის 13 აპრილის №5151/10-02 განცხადებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 25 აპრილის №5958/27 და 2 მაისის №6381/27 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხოს 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამზე - "ისტორია" ქრისტინა ჯიჯავა;
2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                    გიორგი შარვაშიძე          
« უკან დაბრუნება