2018-10-02
ბრძანება №:228/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 12 სექტემბრის №18430/30 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 12 სექტემბრის №18430/30  კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9,  მე-11  და მე-12 პუნქტების  საფუძველზე,  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის  12 სექტემბრის №18430/30 კორესპონდენციის საფუძველზე.  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის  12 სექტემბრის №18430/30  კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი  შემადგენლობით: 

ა) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ეკა ენუქიძე - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი - კომისიის მდივანი;
გ) ვასილ ბარამიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე -კომისიის წევრი; 
დ)რევაზ ჯორბენაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი -კომისიის წევრი; 
ე) ნათია მონივა -სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი -კომისიის წევრი.

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი                                                                                                              გიორგი  შარვაშიძე


« უკან დაბრუნება