2015-09-01
ბრძანება №:149/01-01

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2015 წლის 3 ივნისის №79/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 

2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2015 წლის 3 ივნისის №79/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2015 წლის 3 ივნისის №79/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის "ბ.ბ” ქვეპუნქტში და აღნიშნული ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: 

"ბ. ბ. აკადემიური რეგისტრაცია - 9 - 14 სექტემბერი".

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა


« უკან დაბრუნება